weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას საქმეზე დაკავებული 2 პირი გირაოთი გაათავისუფლეს

15:15 ორშაბათი, 01 აპრილი 2019
ფოტოზე თენგიზ ქობალია ფოტოზე თენგიზ ქობალია

თბილისის საქალაქო სასამართლომ დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი თენგიზ ქობალია და ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული ხუტა ბაღათურია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლაზე მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ დღეს იმსჯელა. ქობალია 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, ხოლო ბაღათურიას 5 ათასი ლარის გადახდა შეეფარდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თენგიზ ქობალია და მოქალაქე ხუტა ბაღათურია გასული წლის დეკემბერში დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თენგიზ ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა, ხოლო ხუტა ბაღათურიამ იმისთვის, რომ არ ემხილებინა გია გულორდავა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, გამოძიებას განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა 2018 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით (21 500 აშშ დოლარი) ქრთამის აღებას ედავება. ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]