weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული, კავკასიური ტრადიციებიდან – კვიციანი

15:11 სამშაბათი, 02 აპრილი 2019

საქართველოს პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლი, რომლითაც „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდობა“ ისჯება, „ახალგაზრდა ქართველების გენოციდისთვის არის გამოგონილი“. მისივე თქმით, ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული და კავკასიური ტრადიციებიდან.

სისხლის სამართლის კოდექსში 223-ე პრიმა მუხლის არსებობა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააპროტესტა.

„მინდა შევეხო ერთ თემას, რასაც ჰქვია ქურდული ტრადიციები და ამ 223-ე პრიმა მუხლს, რომელიც ახალგაზრდა ქართველების გენოციდისთვის არის გამოგონილი. ხუთი ახალგაზრდა დაიჭირეს იმის გამო, რომ 20-20 თუ 30 ლარი ვიღაცა „კანონიერი ქურდის“ დედას შეუგროვეს. იმისთვის, რომ ჩავიდეს თავის შვილთან ან რა არის ეს ქურდული ტრადიციები, ვინმე დაფიქრებულა ამაზე?

ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს. ჩვენ კიდევ ამ კავკასიური და ქართული ტრადიციების გულისთვის ციხეში გავუშვათ ყველა და მაშინ ჩავსხდეთ ყველა ციხეში.

ამასთან დაკავშირებით მართლა რაღაცაა მოსაფიქრებელი. ეს არის სპეციალურად გაკეთებული. გასაგებია, რომ რუსეთს აწყობდა, რომ მთელი ქურდული სამყარო წასულიყო დასავლეთში, რომ გაეკონტროლებინა მთელი ქუჩა დასავლეთში, მაგრამ ჩვენ ქართველები რა შუაში ვართ?“ – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის წევრმა“ ემზარ კვიციანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]