weather cur horoscope tv
ოქტომბერი 20, 2021

ვანო მერაბიშვილის არგადაყენება შეცდომა იყო – სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე

10:42 ოთხშაბათი, 03 აპრილი 2019 hits 715

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სანდრო გირგვლიანის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან არგადაყენება შეცდომა იყო. სააკაშვილს მიაჩნია, რომ გირგვლიანის მკვლელობა გაუფრთხილებლობით მკვლელობა იყო.

„ვანოს არგადაყენება იყო შეცდომა, იმიტომ, რომ მაშინ ვაპირებდი ვანოს გადაყენებას, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და თქვა, რომ არ შეიძლება, ასეთი სიტუაციაა. სიტუაცია მართლაც იყო და ორ-სამდღიანი იმის შემდეგ, ავიღე ეს დარტყმა ჩემს თავზე. ის ხალხი დააპატიმრეს. ის ხალხი, ვისაც გირგვლიანი შემოაკვდათ... გაუფრთხილებლობით მკვლელობა იყო ეს – მოდით, ვთქვათ, რაც იყო. ის ხალხი დაიჭირეს, ყველა, ვინც მონაწილეობდა და ციხეში აღმოჩნდნენ“, – განაცხადა სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

კითხვაზე, რატომ გაუნახევრა სასჯელი გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებს, სააკაშვილმა თქვა, რომ ისინი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ „ეს ბევრ სამხედროს შეეხო“.

სააკაშვილმა ბუტა რობაქიძის საქმეზეც ისაუბრა: „რობაქიძის ისტორიას რაც შეეხება, უკაცრავად, ესეთი რაღაცეები ამერიკაშიც ხდება ყოველთვიურად. ეს გვარები დარჩა იმიტომ, რომ გამოუცდელები ვიყავით. გავა კიდევ ხუთი-ექვსი თაობა და სასაცილოდ მოგვეჩვენება, რაზეც ამდენი დავა მიდის. ეს არის ხელოვნურად გაბერილი თემები. არ ვაპირებ, ნამდვილად, თავზე ნაცრის ყრას. არც გირგვლიანის მკვლელობაში მიმიღია მონაწილეობა, არც რობაქიძის თემასთან არაფერი კავშირი მე არ მაქვს და დიდი ღორობაა ამის დაბრალება პრეზიდენტისთვის. გვიან გავიგე ორივე ფაქტის შესახებ. რატომ უნდა გამეგო უფრო ადრე? არ არის ეს პრეზიდენტის ფუნქცია. ეს ივანიშვილს ჰგონია, რომ ქვეყნის მმართველის ფუნქციაა დღე და ღამე პროკურორებთან ჯდომა, პოლიციელების დაბარება და სასამართლო საქმეების გარჩევა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]