weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სანდრა რულოვსი ზუგდიდის მცხოვრებლად დარეგისტრირდა

17:31 ოთხშაბათი, 03 აპრილი 2019

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სანდრა რულოვსმა საცხოვრებელი ადგილის მისამართი შეიცვალა და ზუგდიდში დარეგისტრირდა. რულოვსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია.

„ვიყავი ზუგდიდის იუსტიციის სახლში. დავაფიქსირე ჩემი საცხოვრებელი ადგილი და მისამართი აქ, ზუგდიდში. მგონი, უკვე ხვალიდან შედის ძალაში. ძალიან ვამაყობ. ვიქნები უკვე ზუგდიდელი და ვნახოთ ზუგდიდელები, როგორ მიმიღებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველა ზუგდიდელისთვის მისაღებია. მათ დავეხმაროთ მერის ამპლუაში და მერე უკვე სულ დავრჩები ზუგდიდში“, – განაცხადა ტელეკომპანია „ოდიშთან“ სანდრა რულოვსმა.

ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის კანდიდატად 22 მარტს წარადგინა. მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.

2016 წელს სანდრა რულოვსი საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. არჩევნების პირველ ტურში მან ხმების თითქმის 46% მიიღო, თუმცა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერად „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი, ლაშა გოგია აირჩიეს. მან თანამდებობა 2018 წლის 12 სექტემბერს, მიზეზის განმარტების გარეშე დატოვა. პირველ ნოემბერს კი, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ის და მისი მოადგილე გია გულორდავა, დიდი ოდენობით (21 500 აშშ დოლარი) ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]