weather cur horoscope tv
ოქტომბერი 20, 2021

რატომ დატოვა არჩილ ხაბაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა – ფარული ჩანაწერი

18:41 ოთხშაბათი, 03 აპრილი 2019 hits 1162

„ტვ პირველი“ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც, ტელეკომპანიის ცნობით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე საუბრობს. სავარაუდოდ, არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ დატოვა.

ჩანაწერში, რომლის ვრცელ ვერსიას „ტვ პირველი“ მოგვიანებით გამოაქვეყნებს, სავარაუდოდ არჩილ ხაბაძე ბიძინა ივანიშვილს და 2016-2018 წლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძესაც ახსენებს.

„არჩილ ხაბაძე: ბიძინასთან რომ დამდგარიყო საკითხი, ვიტყოდი, აბა არ ვიტყოდი? არ დადგა, იქამდე ვერ აქონდათ… მერე გიორგისთან თქვეს, ჩვენ რომ ბათუმი, აჭარა მოვიგოთ, ეს ხაბაძის რეიტინგი დაბალიაო, მარა ბიძინას რომ ველაპარაკე, ბათუმში არ გაქვსო. ბათუმში რატომ მაქვს დაბალი - მე ვუთხარი, ქობულეთში ნორმალური და ზედა რეგიონებში ძაან მაღალი, იმიტომ, რომ ეს ერმაკოვი შემოგვტენეს ყ…. და არ მემორჩილება - მე ვუთხარი და აკეთებს მისებურად…

უცნობი: ერმაკოვს კიდე მილიონები აქვს გადარიცხული…

არჩილ ხაბაძე: მე ვუთხარი. აბა რა. რეალობა სახეზეა. აბა ზედა რაიონებში, ხელვაჩაურში და ქობულეთში ნორმალურია, მაინც საქმე კეთდებოდა და ნუ ბათუმია მთავარიო და ეს იყო მიზეზი. ბიძინას რომ ველაპარაკე ეფექტურობა უნდა გავზარდო აჭარაშიო, მერე დაემთხვა ეს ბულვარის თემაც და… დეპუტატები ასე ამბობდნენ, რომ პრემიერს უნდა ვუთხრათო, ერთმა დეპუტატმა მითხრა და ეტყობა იგიც და არაა გამორიცხული ამის ნაჩალიჩარიც იყოს.

უცნობი: ვისი?

არჩილ ხაბაძე: თვითონ პატარაძის, მისი უკანა ფლანგებით“, – ისმის ჩანაწერში.

არჩილ ხაბაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2012 წლის ოქტომბერში, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დაინიშნა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 6 ივლისს გადადგა. როგორც მაშინ აცხადებდა, ეს გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებისა და მსჯელობის საფუძველზე მიიღო. 2016 წლის 15 ივლისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე დაინიშნა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩილ ხაბაძე „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]