weather cur horoscope tv
ოქტომბერი 22, 2021

კანონიდან „სექსუალური ორიენტაციისა“ და „გენდერული იდენტობის“ ამოღებას მხარი არ დაუჭირეს

15:46 ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019 hits 619

საქართველოს პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების - „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღების შესახებ კანონპროექტი ჩავარდა. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ემზარ კვიციანის ინიციატივას 27 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 13 კი წინააღმდეგ წავიდა. კვორუმისთვის 63 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

კანონპროექტის წინააღმდეგები არიან შემდეგი დეპუტატები: ირაკლი ბერაია, ანრი ოხანაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, თამარ ჩუგოშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო წილოსანი, ნინო გოგუაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი კობახიძე, დავით მათიკაშვილი, გუგული მაღრაძე, ირაკლი მეზურნიშვილი.

კანონპროექტს მხარდამჭერები არიან: რევაზ არველაძე, გრიგოლ მიქელაძე, გიორგი მოსიძე, თამაზ ნავერიანი, ილია ნაკაშიძე, ზაზა პაპუაშვილი, გია ჟორჟოლიანი, ერეკლე ტრიპოლსკი, გედევან ფოფხაძე, მირიან წიკლაური, გივი ჭიჭინაძე, შოთა ხაბარელი, ბიძინა გეგიძე, გოჩა ენუქიძე, ალექსანდრე ერქვანია, მუხრან ვახტანგაძე, ირმა ინაშვილი, ემზარ კვიციანი, კობა კობალაძე, კარლო კოპალიანი, გიორგი ლომია, კობა ლურსმანაშვილი, გენადი მარგველაშვილი, ადა მარშანია, არჩილ ხაბაძე, ლერი ხაბელოვი და ზაზა ხუციშვილი.

ემზარ კვიციანის ინიცირებული კანონპროექტი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას გულისხმობდა. მისი ავტორი საქართველოს დემოგრაფიული „საზოგადოება 21“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძეა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად საზოგადოების დიდი ნაწილისა და საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგობისა, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. კანონპროექტის ავტორის აზრით, საკანონმდებლო სივრცეში ტერმინების – „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ასახვით დაირღვა ზნეობრივი ნორმები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]