weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

12:08 ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ელისაშვილი დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.

„ამომრჩევლებს რამდენიმე დღეში გავაცნობ რა გადავწყვიტე, როგორ გადავწყვიტე, რას ვაპირებ. არავისთან ერთად არ ვაპირებ გამოსვლას. ჩემი მხარდამჭერი, ჩემი აზრით, იქნება ხალხი. საკრებულოში მე მოვხვდი როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. მე ვიყავი დამოკიდებული ხალხზე და ასე ვაპირებ რომ დავრჩე“, - აღნიშნა მან.

ალეკო ელისაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მთავარ კონკურენტად კახა კალაძეს მიიჩნევს.

„ყველაზე სერიოზული კონკურენტი, რა თქმა უნდა, იქნება ხელისუფლების წარმომადგენელი. ხელისუფლებას ჯიბეში აქვს ბიძინა ივანიშვილის ფული, ბიუჯეტი, ადმინისტრაციული რესურსი, უშიშროება, კრიმინალებთან კონტაქტები. რა თქმა უნდა, მათთან ჭიდაობა მარტივი არ იქნება, მაგრამ ქალაქი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი შიშები“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი 2014 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საბურთალოს რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატია.

ამ დროისთვის თბილისის მერობის კანდიდატები სამ პარტიას ჰყავს დასახელებული. „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძეა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ - ზაალ უდუმაშვილი, ხოლო „ევროპული საქართველოდან“ კენჭს ელენე ხოშტარია იყრის.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]