weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტი ჩავარდა

13:32 პარასკევი, 05 აპრილი 2019

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით კენჭი უყარა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას და სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, მაშინ როდესაც კანონის მისაღებად 63 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს ღილაკები აერიათ და კანონპროექტიც ამის გამო ჩავარდა.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ ხმაურის გამო გაუგებარი იყო, რომელ კანონპროექტს ეყრებოდა კენჭი და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება ითხოვა. ირაკლი კობახიძემ განახადა, რომ განმეორებითი კენჭისყრის საფუძველი არ არსებობდა. მისი თქმით, ხმაური არგუმენტი არ არის.

კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილებოდა. კანონპროექტის თანახმად, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება უნდა მომხდარიყო, რაც გულისხმობს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ გაცემას.

გარდა ამისა, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს ემატებოდა გარდამავალი შინაარსის ნორმა, რომლის თანახმადაც ხდება იმ პირების სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან გათავისუფლება, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. კეროდ, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში და პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვეს ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]