weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რევანშისტული ძალების ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დავუშვებთ – ღარიბაშვილი

09:04 კვირა, 07 აპრილი 2019

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, მერობის კანდიდატის წარდგენისას „9-წლიან რეჟიმზე“ ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ აუცილებელია ამ თემაზე კონცენტრაცია და ანალიზი.

„შემდეგი პრობლემა, რაზეც მინდა გესაუბროთ, სამწუხაროდ, მინდა აქვე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ვითარება არის ისეთი, ისეთი მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში, რომ აუცილებელია ამაზე კონცენტრაცია და ანალიზი, ეს არის დესტრუქციული, არაკონსტრუქციული, რევანშისტული ოპოზიცია, რომელიც კარგს არაფერს არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს“, – განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრაზე ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში „რევანშისტული და დესტრუქციული ძალების“ დაბრუნებას არ დაუშვებს.

„ხშირად ჩვენ გვსაყვედურობენ, მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, რომ რით ვერ დავასრულეთ 9 წლიან რეჟიმზე საუბარი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. ამას ჩვენ გვაიძულებენ ის რევანშისტული, დესტრუქციული ძალები, რომლებიც ჯერ კიდევ აცხადებენ პრეტენზიას არა თუ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნების, რასაც, ჩვენ ვპირდებით, თქვენთან ერთად, რომ არასოდეს დავუშვებთ. საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი, ის რეჟიმი, რომელმაც ჩვენი ეს ძვირფასი მხარე, ჩვენი სამეგრელო, ჩვენი სიამაყე, ძალიან გაანაწყენა, ძალიან გაამწარა. მე პირადად ვიცი უამრავი ისტორია, ეს ისტორიები არასოდეს დამავიწყდება, თუ როგორი ძალადობრივი რეჟიმით იქცეოდა წინა ხელისუფლება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ეს უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ, საერთო მომავლისკენ, მაგრამ ჩვენ თუ არ მოვახდინეთ ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანა და განეიტრალება, რა თქმა უნდა არ იქნება მშვიდობა და ხალხი ვერ დაისვენებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი მოწოდებულია, მაქსიმალურად დააჩქაროს ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებულია სამეგრელოში და სწრაფი ტემპებით განავითაროს ქვეყანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]