weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ზესტაფონის მერისთვის ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენა მთავარი პრიორიტეტი იქნება – სერგეენკო

21:22 კვირა, 07 აპრილი 2019

„დარწმუნებული ვარ, არჩევის შემთხვევაში გიორგი გოგლიჩიძესთან თანამშრომლობა ყველა კუთხით ნაყოფიერი იქნება“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ზესტაფონის მერობის კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის წარდგენაზე განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, ზესტაფონის მომავალი მერისთვის ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

„ზესტაფონისთვის გარემოს სავარაუდო მავნე გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ამაზე არის მუდმივი მსჯელობა, იდგმება ქმედითი ნაბიჯები. მე უკვე მქონდა წინასწარი კონსულტაცია ბატონ გიორგისთან ამ თემაზე. ჩვენ ერთგვარი ჯენტლმენური შეთანხმება გვაქვს ამ საკითხზე, რომ ზესტაფონის მომავალი მერისათვის გარემოს ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. აქტუალურია ბევრი მიმართულება, სოციალური, ჯანდაცვა, მაგრამ ზესტაფონისთვის, როგორც ინდუსტრიული ქალქისთვის გარემოს ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი მთავარი თემაა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების როლი და ფუნქცია მნიშვნელოვნად იზრდება: „ეს აღარ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები, მხოლოდ გზების მშენებლობები და წყალგაყვანილობის მოწესრიგება. ეს არის სტრატეგიული თანამშრომლობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ერთმანეთის ძალისხმევის გაძლიერება იმისთვის, რომ თითოეულმა თქვენთაგანმა იგრძნოს გაუჯობესება. მჯერა, რომ ამ ადამიანთან ერთად მივაღწევთ კონკრეტულ წარმატებას ამ თანამშრომლობაში“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]