აპრილი 21, 2019
weather cur horoscope tv
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

განვითარების ტემპით 2-ჯერ და 3-ჯერ ვუსწრებთ საშუალო ევროპულ სახელმწიფოებს – ქუცნაშვილი

16:56 ორშაბათი, 08 აპრილი 2019 hits 2211

პარლამენტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, საქართველო განვითარების ტემპით ორჯერ და სამჯერ უსწრებს საშუალო ევროპულ სახელმწიფოებს. ამის შესახებ ქუცნაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, ბიძინა ივანიშვილის წერილზე საუბრისას განაცხადა.

„საშუალო ევროპულზე ორჯერ, სამჯერ სწრაფად ვვითარდებით ყოველწლიურად, მაგრამ იმის გამო, რომ ჩამორჩენა არის ძალიან დიდი (ათმაგი, ოცმაგი ჩამორჩენა გვაქვს ბევრ ეკონომიკურ მახასიათებელთან მიმართებაში), ის ჩვენი ორჯერ და სამჯერ სწრაფად განვითარების ტემპი არ გვაკმაყოფილებს. აი, მაგალითად, გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის განვითარების ტემპი არის 1.17%. ჩვენია 4.5%; დიდი ბრიტანეთის 2%-ს არ აღემატება, ხოლო 1.2% აშშ-ს განვითარების ტემპია. ასე რომ, ჩვენი 4.5% ორჯერ და სამჯერ მეტია მათზე.

ეს ქვეყნები რომ ბევრად არიან წინ წასულები, ამიტომაც ჩვენი დღევანდელი განვითარების 2-3% არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებს 2 და 3 წელში დავეწევით.

ათჯერ და ოცჯერ ვართ ჩამორჩენილი, ამიტომ გვჭირდება 4-ჯერ და 5-ჯერ სწრაფად განვითარება. დღევანდელი განვითარების ტემპით, საქართველო 2-ჯერ და 3-ჯერ უსწრებს საშუალო ევროპულ სახელმწიფოებს. ეს არის ობიექტური მახასიათებლები და ნებისმიერი ეკონომისტი გეტყვით ამის თაობაზე, მაგრამ იმ ჩამორჩენილობის გამოა ეს კონტრასტი“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისი აზრით, 9 აპრილის წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილში ბიძინა ივანიშვილი თვითკრიტიკულია.

ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ უზრუნველყო დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და პოლიტიკური უფლებების სფეროში თამასა ევროპულ სიმაღლემდე ასწია, ხოლო ეკონომიკური მოცემულობა ობიექტურად ჩამორჩა ამ სტანდარტს. ივანიშვილი ამბობს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ ამ ექვსი წლის მანძილზე, რეგიონალური თუ გლობალური პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, რეალური შესაძლებლობის თითქმის მაქსიმუმი გააკეთა და ეროვნული ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]