weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ავლაბრის რეზიდენცია სახელმწიფო ცერემონიების სასახლედ გადაკეთდა

11:38 სამშაბათი, 09 აპრილი 2019

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე, ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის ყოფილი სასახლისთვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა და ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლედ გადაკეთდა.

სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მოისწრაფიშვილმა განუცხადა, რომ შესაბამის განკარგულებას მთავრობა გამოსცემს. მისივე თქმით, „სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში“ დღეს, 17:00 საათზე, პრეზიდენტის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გაიმართება.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ, პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში განთავსდა. არჩევნებამდე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ პრეზიდენტის ფუნქციებს და მას, როგორც ქალ პრეზიდენტს, ორბელიანების სასახლე უფრო შეესაბამებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]