weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პრეზიდენტის თქმით, 9 აპრილის დაღუპულთა სიის წაკითხვისას ჭოველიძე უნებლიედ გამოტოვა

23:26 სამშაბათი, 09 აპრილი 2019

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს გამართულ მიღებაზე 9 აპრილს დაღუპულთა სიის წაკითხვისას, თამარ ჭოველიძე უნებლიედ გამოტოვა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მგონია, რომ ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს ამ დღის სხვადასხვა, ვითომ „სკანდალურ“ მოვლენაზე, როგორიც არის პროტოკოლის თანამშრომლის მიერ მესიჯის გაგზავნა დაცვის თანამშრომლისთვის, ან სვამს კითხვას: 9 აპრილის მემორიალიდან პანაშვიდის დასრულების შემდეგ, რატომ გავყევი პატრიარქს და ამას „გაპარვად“აღიქვამს, ან კიდევ ჩემს შეცდომაზე (9 აპრილის დაღუპულთა სიის წაკითხვისას ერთი გვარის უნებლიედ გამოტოვებისა) ამახვილებს მთელ ყურადღებას… იმან მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს: 28 წლის შემდეგ, სახელმწიფო დონეზე ზეიმით აღინიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერა. უზენაესი საბჭოს ყველა წევრი მოწვეულ იქნა და მათი წვლილი – ზვიად გამსახურდიას მეთაურობით – დამოუკიდებლობის გამოცხადებაში, აღიარებულ იქნა! ამით შერიგების, ერთმანეთის პატივისცემის, ნდობის და საქართველოს გაერთიანებისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა! გაცოცხლებული 9 აპრილის ძალა არ დაიჩრდილება და არც შენელდება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

დღეს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, პრეზიდენტის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისთვის მიღება გაიმართება. ღონისძიება პროტესტის ნიშნად დატოვა 9 აპრილს მოკლული 16 წლის თამარ ჭოველიძის მამამ. არკადი ჭოველიძის განცხადებით, მისი შვილი არავის უხსენებია და დარბაზში სკამიც კი არ იყო, რომ დამჯდარიყო.

„წავიდნენ საერთოდ, ვინ არის ეს მართლა… ჯერ ერთი, დაგვიძახეს და სკამი არ იყო, პუჩისტები ჰყავდათ დამსხდარი იქ. მეორე კიდევ, ჩემი შვილი თუ არ ახსენეს, რისთვის დამიძახეს. მე ვინ ვარ? არავინ ვარ ცხოვრებაში! მე არც 9 აპრილს ვყოფილვარ, აქ არ ვიყავი საერთოდ… ჩემი შვილი საერთოდ არ ახსენა, ვინ არის ეგ“, – განაცხადა არკადი ჭოველიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

მალევე ამ საკითხზე განმარტება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ გააკეთა. მისი თქმით, თამარ ჭოველიძის გვარი სიაში გამორჩენილი არ იყო.

„როგორც ჩანს, პრეზიდენტის მიერ ტექსტის წაკითხვის დროს მოხდა ერთი ხაზიდან მეორეზე გადასვლა“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]