weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ემიგრანტები საქართველოში გადამზადდებიან და ევროპაში ლეგალურად დასაქმდებიან – ივანიშვილი

23:19 ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019

ჩვენ შეგვიძლია, როგორც რაჭველი ჩამოდიოდა დაბაში, მუშაობდა და უკან ბრუნდებოდა, ან იმერელი მიდიოდა გურია-სამეგრელოში, ისევე მოვახერხოთ, რომ ევროკავშირის წევრობამდე ქართველები ღირსეულად, ლეგალურად და არა მალულად დასაქმდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებაზე მოლაპარაკებები რამდენიმე განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოსთან უკვე დაწყებულია.

„ჩვენ არ გვყოფნის სამუშაო ადგილები და კიდევ წლები დაგვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე ღირსეულად დავასაქმოთ. საპირისპიროა განვითარებულ ევროპაში - მათ აქვთ სამუშაო ადგილები და არ ჰყოფნით მუშახელი. ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე მაღალგანვითარებულ სახელმწიფოსთან, კერძოდ, ნორვეგიასთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან... რაღაც პრეცედენტები უკვე გვაქვს.

მე აბსოლუტურად მიღწევადად მიმაჩნია და წლის ბოლოსთვის ჩვენ შეგვიძლია უკვე კონკრეტულ რიცხვებზეც ვისაუბროთ, როდესაც ჩვენ მოვახერხებთ ლეგალურად დავასაქმოთ განვითარებულ ქვეყნებში.

ძალიან აქტიურად მთელი მთავრობა მუშაობს ამაზე და ჩვენ მოვახერხებთ, რომ მსგავსად იმისა, როდესაც რაჭველი ჩამოდიოდა მთიდან, საქართველოში მუშაობდა და უკან ბრუნდებოდა ან იმერელი მიდიოდა გურიაში [ჩემი სუფლიდან ძალიან ბევრი დადიოდნენ] ღირსეულად, ჩვენი ემიგრაციის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც დღეს შეურაცხყოფილად... და დათრგუნულები არიან [მე კადრებიდან ვხედავ და შეხვედრებიც ბევრი მქონია], ჩვენ მოვახერხებთ, თუ ეს პროექტი გამოვიდა და დიდი ალბათობით გამოგვივა, ემიგრაციის აბსოლუტურ უმრავლესობას ისევ საქართველოზე გავლით გადავამზადებთ და ლეგალურად, ევროპული ხელფასებით დასაქმდებიან. იაფ ფრენებს კიდევ უფრო დავამატებთ, თვეში ერთხელ მაინც სახლში ღირსეულად მოესვლებათ. წლის ბოლომდე მოგცემთ უფრო მეტ დეტალებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]