„შედარებას გავაკეთებდი, რომ ჩვენზე ღარიბ სახელმწიფოებშიც ბედნიერების ინდექსი ჩვენზე უკეთესია და ჩვენზე უკეთეს სახელმწიფოებში - საფრანგეთში, ჩვენზე უარესია“, – აღნიშნა მან ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.
ივანიშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ოპონენტი არის „ნაციონალური მოძრაობა“, საზოგადოების განწყობა არის მძიმე.
„დიდი შეღავათები მიიღო ყველა ფენამ ჯანდაცვიდან და სხვა პროგრამიდან გამომდინარე. კარგს იოლად ეჩვევა ადამიანი და მალე ივიწყებს და უნდა მუდმივად იყოს ტენდენცია უკეთესობისკენ. მაგრამ იმ ფონზე, როცა გვყავს ასეთი ოპონენტი, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სიცრუეს აფრქვევს მუდმივად, საზოგადოების განწყობა არის ძალიან მძიმე. მე საჯაროდაც ვიტყვი, გუნდშიც რამდენჯერმე მქონდა ამაზე საუბარი, კლევაც ჩავატარეთ ინგლისური კომპანიით. ნიჰილიზმი, მე სასოწარკვეთილებას ვხმარობ ხშირად. აქვს ამას სუბიექტური ნაწილი, ობიექტური აღქმა. სუბიექტური ის, რომ ეს ოპონენტები რას შვრებიან და შედეგი ეს არის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.