weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

„ქართულ ოცნებას“ არანაირი ხიფათი არ აქვს გამარჯვებაში – ივანიშვილი 2020 წლის არჩევნებზე

10:46 ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019

„მთავარი არ არის ის, რაც იოლად მიღწევადია. ვთქვათ, 2020 წლის არჩევნები. ვფიქრობ, რომ ეს არ არის გადამწყვეტი. მიმაჩნია, რომ ის, რაც დავიწყეთ და როგორც ვაკეთებთ, მობილიზაცია როგორიც არის გუნდში, ის 5 თვე, რაც გავიარეთ, 2020 წლის არჩევნებისთვის „ქართულ ოცნებას“, ჩემი აზრით, არანაირი ხიფათი არ აქვს გამარჯვებაში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, მთავარი არ არის ის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს, რადგან დღეს მედიასივრცეში არსებული პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია.

„პრობლემა უფრო მძიმე და მასშტაბურია. ჩვენს მედიასივრცეს, საიდანაც საზოგადოების აღქმა მოდის, თუ ანალიზს გავუკეთებთ, იქ საშინელება იხატება. ბოლო დღეებში ამაზე მსჯელობა გვქონდა გუნდში.

გარდა იმისა, რომ ბილწსიტყვაობა უკვე ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა, რაც ნორმალურ ქვეყნებში აკრძალულია, ტელევიზიებიდან დედის გინება  მოდის. ეს მდარე სერიალები და გადაცემები ლამის ეროვნულ უსაფრთხოებაზე შეიძლება განგაში ავტეხოთ.

 [...] ტელევიზიები იაფი ტრიუკებით ცდილობენ მოსახლეობის მიზიდვას და მათ რიცხვში თქვენი ტელევიზიაც [იგულისხმება „იმედი“]. ახლა, თუ კრიტიკაზე წავა, თქვენი ტელევიზიაც შემიძლია ვაკრიტიკო, არა მარტო „რუსთავი 2“, თუმცა, რაც მოდის იქიდან და მოედინება, ეს ენითაღუწერელია. აქედან გამომდინარე, ის პრობლემა რაც დგას, არის გაცილებით გლობალური, ვიდრე „ქართული ოცნების“ არჩევნები 2020 წლის თუ 2019-ის, ასევე „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის აღდგენა. ეს არ არის მთავარი. უფრო მთავარი ღირებულებაა, რომ საზოგადოება ცუდი მიმართულებით არ წავიყვანოთ. ის რაც ხდება, თუ კიდევ დიდხანს გაგრძელდა, ჩვენ შეიძლება, გამოთაყვანებული საზოგადოება მივიღოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]