weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

13:22 ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, ტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) სიტყვით გამოვა. პრემიერის გამოსვლა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება და 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც ის ასამბლეის წევრების კითხვებს უპასუხებს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მამუკა ბახტრაძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არიან. ჩუგოშვილის განცხადებით, პრემიერი სიტყვით გამოსვლის დროს აქცენტებს გააკეთებს იმ 20-წლიან პროგრესზე, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდგომ აქვს.

„ევროპის საბჭოს წევრობის 20 წელს აღვნიშნავთ. სწორედ, ამას ეძღვნება ვიზიტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლა. იქნება მიღწევებზე საუბარი, იმაზე თუ როგორ შეასრულა 20 წლის წინ აღებული ვალდებულებები საქართველომ, რა პროგრესი გვაქვს და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ბუნებრივია, როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ვსაუბრობთ რუსეთთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჰუმანიტარულ პრობლემებზე, რომლებიც ამ რეგიონებშია. ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის მოხსენების შემდგომ, საკმაოდ საინტერესო დებატები გაიმართება“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან.

9-10 აპრილს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ლილიენ მორი პასკიესა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.

ბახტაძე ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასაც ესტუმრება, სადაც საკვირაო სკოლის მოსწავლეებს გაესაუბრება. ვიზიტის დასასრულს პრემიერი სტუმრებს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლებს.

გარდა ამისა, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება, რომელზეც პოლიტიკოსის სახელს, გვარს და მის ცნობილ ფრაზას „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“ დაიტანენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]