weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სესხების დაფარვას ამომრჩევლის მოსყიდვასთან კავშირი არ აქვს – ბახტაძე ევროსაბჭოში

16:32 ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე 600 000 მოქალაქისთვის სესხის დაფარვას ამომრჩევლის მოსყიდვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამ საკითხზე კითხვა ბახტაძეს ასამბლეის ერთ-ერთმა წევრმა დაუსვა.

„არანაირი კავშირი ამომრჩევლის მოსყიდვასთან ამას არ აქვს. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მე, როგორც ფინანსთა მინისტრმა მოვახდინე ამ საკითხის ინიცირება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აგვისტოში განვაცხადე, რომ ეკონომიკურ ცხოვრებაში ვერ მონაწილეობდა 600 ათასზე მეტი ადამიანი, რადგან ისინი „შავ სიაში“ იყვნენ. ეს პროგრამა იყო ძალიან წარმატებული და ნება მომეცით გავიმეორო, რომ ეს არანაირად არ იყო დაკავშირებული არჩევნებთან. ჩვენ ამ პროგრამაზე გაცილებით ადრე განვაცხადეთ, ვიდრე არჩევნები ჩატარდებოდა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

სახელმწიფოს მიერ სესხების დაფარვის პროექტის შესახებ  მამუკა ბახტაძემ 2018 წლის 19 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოაცხადა. როგორც მან დააანონსა, ვალები ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ჩამოეწერებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის ეს ინიციატივა ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევად შეაფასეს და პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]