weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ევროპის საბჭოს წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა

21:22 ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს წინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა, რომელზეც წერია პოლიტიკოსის ცნობილი ფრაზა „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“. 

ვარსკვლავი, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ეძღვნება, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. 

„20 წლის წინ, სწორედ ამ შენობაში, საქართველოს აწ გარდაცვლილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ჟვანიამ წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვები - „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“. ეს სიტყვები ყველა ქართველმა იცის. მე ყოველთვის ვცდილობ, ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროპული ოჯახის წევრობა არ არის საქართველოს მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს არის ჩვენი ცივილიზაციური, ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი“, – განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ვარსკვლავის გახსნას ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. ცერემონიაზე ანსამბლმა „რუსთავმა“ ევროპის ჰიმნი შეასრულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]