weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრემიერი პრეზიდენტს 4 ელჩის გათავისუფლების წინადადებით მიმართავს

10:45 ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს პრეზიდენტს ოთხი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადებით მიმართავს. შესაბამისი განკარგულებები 5 აპრილს არის გამოცემული.

მამუკა ბახტაძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ესტონეთში, ისრაელში, მოლდოვასა და ქუვეითში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები.

განკარგულებების თანახმად, ესტონეთში საქართველოს ელჩი თეა ახვლედიანი თანამდებობიდან 2019 წლის ივნისიდან უნდა გათავისუფლდეს, ელჩი ისრაელში პაატა კალანდაძე და ელჩი ქუვეითში როლანდ ბერიძე – ივლისიდან, ხოლო მოლდოვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მერაბ ანთაძე 2020 წლის იანვრიდან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]