weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

საქართველოში მაღლა ქვა რომ ისროლო, ქვემოთ იურისტს მოხვდება – კვიციანი

15:24 ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019

„პატრიოტთა ალიანსიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის განცხადებით, კეთილსინდისიერი იურისტები არიან მოსაძებნი იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იყვნენ. კვიციანმა ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ დეპუტატ ეკა ბესელიას კანონპროექტი განიხილეს.

„მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც გამოვიარე რეპრესიები სწორედ ამ მოსამართლეების ხელში. ბუნებრივია, რომ მაქვს პროტესტი ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით.

საქართველოში მაღლა ქვა რომ ისროლო, ქვემოთ იურისტს მოხვდება. კეთილსინდისიერი იურისტები არიან მოსაძებნი იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იყვნენ. აუცილებელია მოსამართლეებმა გაიარონ ფილტრი. სწორედ ის ფილტრი, რომელსაც ეკა ბესელია გვთავაზობს. კეთილსინდისიერების გარეშე მოსამართლე არ შეიძლება დაინიშნოს. ამ კეთილსინდისიერებას კი რითი ვხვდებით? წარსული უნდა ვიცოდეთ მისი. თუ მომავალზეა საუბარი, მაშინ ლელა კაკულიას ტესტი უნდა გაიარონ“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ეკა ბესელიას კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის უარყოფითი გადაწყვეტილების მიუხედავად, კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე განსახილველად გავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]