„მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც გამოვიარე რეპრესიები სწორედ ამ მოსამართლეების ხელში. ბუნებრივია, რომ მაქვს პროტესტი ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით.
საქართველოში მაღლა ქვა რომ ისროლო, ქვემოთ იურისტს მოხვდება. კეთილსინდისიერი იურისტები არიან მოსაძებნი იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იყვნენ. აუცილებელია მოსამართლეებმა გაიარონ ფილტრი. სწორედ ის ფილტრი, რომელსაც ეკა ბესელია გვთავაზობს. კეთილსინდისიერების გარეშე მოსამართლე არ შეიძლება დაინიშნოს. ამ კეთილსინდისიერებას კი რითი ვხვდებით? წარსული უნდა ვიცოდეთ მისი. თუ მომავალზეა საუბარი, მაშინ ლელა კაკულიას ტესტი უნდა გაიარონ“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
ეკა ბესელიას კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის უარყოფითი გადაწყვეტილების მიუხედავად, კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე განსახილველად გავა.