weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სალომე ზურაბიშვილი დედაენის დღის აღსანიშნავად სამცხე-ჯავახეთს ეწვევა

11:43 პარასკევი, 12 აპრილი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „დედაენის დღის“ აღსანიშნავად, 13-14 აპრილს, სამცხე–ჯავახეთის რეგიონს ეწვევა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტი ახალქალაქში, ქართული ანბანით მოხატულ პანოს საზეიმოდ გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. ასევე, „დედაენის დღესთან“ დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დააჯილდოებს და კონკურსში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს გამოავლენს.

საქართველოს პრეზიდენტი რეგიონების გაძლიერების მხარდაჭერისა და ქართული წარმოების ხელშეწყობის მიზნით სამცხე-ჯავახეთში მოქმედ კომპანიებს მოინახულებს და სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველო“ ჩართულ მეწარმეებს შეხვდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]