აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, საკრებულო ქალაქში ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმას განიხილავდა. საკითხი ირაკლი პატარიძემ წარადგინა, რომელმაც ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენია.
„ზუსტად ვიცი, ტერენტი გრანელის ერთი ლექსიც არ იცი ზეპირად“, – უთხრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა, მირდატ ქამადაძემ პატარიძეს.
დეპუტატებმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს როინ ზოიძე დაშავდა, რის გამოც სხდომაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.