weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გავუშვათ „ქართული ოცნება“ ისე, რომ არ დავაბრუნოთ „ნაციონალური მოძრაობა“ – მაღრაძე

10:47 კვირა, 14 აპრილი 2019
ფოტო © პირველი არხი ფოტო © პირველი არხი

მოძრაობა „დაიცავი საქათველოს“ ლიდერის, პოეტ დავით მაღრაძის თქმით, მოძრაობის მიზანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვებაა. ამის შესახებ მან „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე განაცხადა, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

„შეშფოთებულმა იმით, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენს ოცნებებს ვეღარ პასუხობს, ჩვენი ამოცანა ასე ჩამოყალიბდა: ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღეს ხელმძღვანელობს, ხელისუფლებიდან ისეთნაირად გავუშვათ, რომ არ დავაბრუნოთ ის პარტია, რომელმაც საქართველოს ძალიან დიდი განსაცდელი მოუვლინა“, – განაცხადა მაღრაძემ.

მისივე თქმით, ორივე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დღეს პოლიტიკურ სივრცეს მოიცვას, თითქმის, კერპთაყვანისმცემლობას ითხოვს.

„ჩემი აზრით, სიტუაცია არის ასეთი, რომ ბევრი საფრთხე შეიძლება იყოს მოახლოებული, რომელიც თავიდან გვინდა ავირიდოთ და არჩევნებზე წავიდეთ უფრო მხნედ; არჩევნებზე წავიდეთ იმ იმედით, რომ ვინმეს მივცეთ ხმა - არა ვინმეს დასაჩაგრად და დასაბლოკად, არამედ ვიღაცის იმედი გვქონდეს, ვინც ჩვენს ხმას მერე პოლიტიკაში მიიტანს. ეს არის ჩვენი განზრახვა. დღეს ამ ორი პარტიიდან ვერცერთი ვერ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენი განზრახვა გავატანოთ ხვალინდელ დღეში და ქართულ პოლიტიკაში ჩვენს გულისწუხილს თუ საწადელს მიიტანს და მოახმარს თავის ენერგიას; იმას, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე გაათენოს.

დაიხუთა ეს ასპარეზი და დაიხუთა ახალგაზრდებისთვის, ვინაიდან ორივე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დღეს პოლიტიკურ სივრცეს მოიცვას, თითქმის, კერპთაყვანისმცემლობას ითხოვს.

ახალგაზრდები კი ყოველთვის თავისუფლები არიან. თავისუფლებისკენ სწრაფვა მათი ცხოვრების წესია და გვინდა, რომ ამ მოძრაობას საფუძველი დავუდოთ, როგორც ერთ დროს აქ, ბევრი წლის წინ, სახალხო ფრონტს ჩაეყარა საფუძველი, ასე ვიფიქრეთ, რომ „დაიცავი საქართველო“ ამ ნიშნით გაგვეცოცხლებინა, რომ მან იგივე ფუნქცია შეასრულოს“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

13 აპრილს გამართულ შეკრებას ესწრებოდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე „ქართული ოცნებიდან“ წამოსული პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები - ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი. „დაიცავი საქართველოს“ ღონისძიებაზე დამსწრეთა შორის იყვნენ გია და ლევან გაჩეჩილაძეები, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]