weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ყველა წინასწარი კვლევით, 19 მაისის არჩევნებს ყველა ოლქში ვიგებთ – ღარიბაშვილი

01:35 ორშაბათი, 15 აპრილი 2019

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა წინასწარი კვლევით, 19 მაისის არჩევნებს ყველა ოლქში მმართველი პარტია მოიგებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„არ მინდოდა საუბარი კვლევებზე და რეიტინგებზე, მაგრამ მაინც მომიწია, როგორც ჩანს. ყველა წინასწარი კვლევით და რეიტინგით, ყველა ოლქში ჩვენ ვიგებთ. თუ იქნება რომელიმე ოლქში მეორე ტური, არც ეს იქნება პრობლემა, იმიტომ, რომ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გვაქვს ნამდვილი დემოკრატია ქვეყანაში - ძალიან ნორმალური პროცესია, რომ ამა თუ იმ ოლქში მეორე ტური გაიმართოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გადაცემაში „იმედი Live“ ღარიბაშვილს კითხვა „ქართული ოცნების“ რეიტინგის შესახებ დაუსვა, რაზეც მან განაცხადა, რომ ყველაზე ზუსტად პარტიის რეიტინგს არჩევნების შედეგები აჩვენებს.

„ბოლო არჩევნებზე, ვგულისხმობ საპრეზიდენტო არჩევნებს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდატმა მიიღო დაახლოებით 1 200 000 ამომრჩევლის ხმა, მეორე ტურში და ესეც დემოკრატიის მაჩვენებელია. ოპოზიციის კანდიდატმა მიიღო, თუ არ ვცდები 750-800 ათასი ხმა. ჩემი, როგორც პოლიტიკოსის და მოქალაქის, მთავარი საზრუნავია რას ფიქრობს მოსახლეობა.

ჩვენი საზრუნავი არ უნდა იყოს რეიტინგების გაზომვა და რეიტინგებში ერთმანეთის გადასწრება, არამედ ის, თუ როგორ მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც თითქმის 30 წელია დაუგროვდა ჩვენს მოსახლეობას და ქვეყანას.

რეიტინგები გაიზომება, მემგონი და ყველაფერი გამოჩნდება სწორედ 19 მაისს, არჩევნებზე, რომელიც ჩატარდება დემოკრატიულად, მშვიდ და თანაბარ გარემოში. ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ პასუხი გაეცემა საზოგადოებაში არსებულ განწყობებს და ზოგადად, დამოკიდებულებას პოლიტიკოსების მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

19 მაისს 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 26 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, ხოლო მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები 362 საარჩევნო უბანზე გაიმართება. გარდა ამისა, 19 მაისს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (მთაწმინდა) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებიც ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]