weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

12:43 ორშაბათი, 15 აპრილი 2019

დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ, პროტესტის ნიშნად დატოვა. ბესელიას განცხადებით, კომიტეტი არღვევს პირობას, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიღებამდე, კანონპროექტი მეორე მოსმენით არ იქნებოდა განხილული.

„სამწუხაროდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინტერესების გამტარებელია. ის პირდაპირ ემსახურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის სურვილებს და ნებას. როდესაც კომიტეტი ამ ფორმით გამოხატავს უპატივცემულობას საკითხისადმი, რომელიც საზოგადოებაში ყველაზე დიდ ვნებათაღელვას იწვევს, იქ შინაარსობრივი საუბარი შეუძლებელია. ამიტომ დღეს პროტესტი ამ ფორმით გამოვხატე, რომ ამ სხდომაში მონაწილეობას არ მივიღებ. ამ საკითხებზე ძალიან მწვავე დისკუსიებს პლენარულ სხდომაზე გავაგრძელებ, როცა ეს საკითხი გამოვა“, – განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კანონპროექტის გატანა ყველაფრის ფასად ხდება.

„პროექტი რეალურად არც მისი კაბინეტის დაწერილი არ არის. ეს დაწერილია იმ ჯგუფის მიერ, ვინც 10 კაციანი სია შეადგინა და ლობირებდა“, – ამბობს ეკა ბესელია.

სამი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ იურიდიული კომიტეტი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას დღეს, 15 აპრილს გეგმავს. ამ დროისთვის ცნობილი არ არის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კომისიის რეკომენდაციებს ხვალ მიიღებენ. მისივე თქმით, მოლოდინი პოზიტიური და ოპტიმისტურია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]