weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გოგი წულაია ზესტაფონის მერობის კანდიდატად წარადგინეს

14:38 ორშაბათი, 15 აპრილი 2019

„თავისუფალმა საქართველომ“ ზესტაფონის მერის რიგგარეშე არჩევნებზე კანდიდატად გოგი წულაია წარადგინა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, კახა კუკავამ განაცხადა, გოგი წულაია იქნება არა მხოლოდ „თავისუფალი საქართველოს“, არამედ მთლიანად ეროვნული ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი.

სააგენტო „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, გოგი წულაიას არჩევნებში მხარს დაუჭერენ პარტიები – „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „ეროვნულ-პატრიოტული მოძრაობა“, ასევე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე.

„ზესტაფონელებს არ დავპირდები, რომ ავაშენებ. მე არავის არ ავაშენებ – ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. ზესტაფონიდან დავიწყებ ბრძოლას რეალური თვითმმართველობისთვის. მარაზმია და უზნეობაა, როდესაც ზესტაფონში „ფერო“ წამლავს ადამიანებს და იქ გამომუშავებული თანხა მიდის თბილისში, ბიუჯეტში“, – განაცხადა წულაიამ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნებიდან“ მერად გიორგი გოგლიჩიძე იყრის კენჭს. გოგლიჩიძე მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც. მაშინ მან ხმების 10.89% მიიღო და ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზე გავიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]