„მიშას დრო მენატრება. კი, მიშას დროსაც გირგვლიანი იყო, რამდენი მკვლელობა იყო, მაგრამ ახლა სარალიძე, რამდენი მკვლელობაა, რა ხდება? ქუჩაში ვერ გაივლი თავისუფლად, ღამე ვერ გადიხარ. იმათ სიბინძურეში ამ მთავრობამ გადააჭარბა“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
გიორგი შენგელიამ მოქალაქეებს ჰკითხა, დაესახელებინათ ერთი კაცი მაინც, ვისაც ღამით ქუჩაში გამოსვლის ეშინია.
„ყველას გვეშინია, ვინც აქ დგას. მანეთი გვაქვს და იმას წაგვართმევენ“, – უპასუხეს შეგელიას.
„ქუჩაში დღესაც მშვიდად დადიან ჩვენი მოქალაქეები, დღესაც არავის აყაჩაღებენ და პირიქით, ბოროტებებზე უმალვე ხდება რეაგირება და ამ ფაქტების გამოვლენა“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესს“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში განუცხადეს, რომ კორცხელის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, რამდენიმე „მიგზავნილ“ ადამიანს გიორგი შენგელიასთვის პროვოკაციის მოწყობა და მისი წყობიდან გამოყვანა სურდა.
ზუგდიდში ყაჩაღობის გახმაურებული შემთხვევა 2 მარტს მოხდა, როდესაც შეიარაღებულმა პირებმა „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორები დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ორი პირი დააკავა, რომელთაგან ერთი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი იყო.