weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

შენობით მიმართვის გამო ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო

14:22 ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრს, ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო მას შემდეგ, რაც პლენარულ სხდომაზე კითხვის დასმისას ბესელიამ შენობით მიმართა.

სხდომაზე, სადაც მოსამართლეთა არჩევის წესის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მეორე მოსმენით უნდა განიხილონ, ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, როდის აპირებენ, ამავე საკითხთან დაკავშირებით 13 დეპუტატის კანონპროექტზე ბიუროს სხდომის ჩატარებას.

„ყურადღებით ირაკლი, შენ მოგმართავ. ხომ ხედავ, სადაც ვზივარ. თუ ვერ მხედავ, შემიძლია ახლოს მოვიდე ცოტა“, - მიმართა კობახიძეს ბესელიამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მას მიკროფონი გამოურთო და განმარტა: „პარლამენტის თავმჯდომარეს ჯერ თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს. შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მერე მოგცემთ ხოლმე სიტყვას“.

მიკროფონის გამორთვის მერე ეკა ბესელია ირაკლი კობახიძესთან მივიდა. მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურის სამსახურს სთხოვა დეპუტატისთვის ეთიკის დაცვისკენ მოეწოდებინა, ბესელიამ კობახიძეს უთხრა: „ხომ არ შეგეშინდა? სანამ აქედან ჩამომიყვანიხარ, წესიერად მოიქეცი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]