weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მინისტრები პანკისში მედიისთვის დახურულ შეხვედრას გამართავენ

11:01 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ენერგეტიკის მიმართულებით, ნათია თურნავა პანკისის ხეობაში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.

დღეს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ცქიტიშვილი, დავითაშვილი და თურნავა სოფელ დუისის კულტურის სახლის შენობაში, 13:00 საათზე ხეობის ახალგაზრდებს, ქალთა საბჭოსა და უხუცესთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდებიან და ხეობაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობის და მეწარმეობის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციას გააცნობენ. შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი პანკისის ხეობაში ერთი კვირის წინ, 12 აპრილსაც იმყოფებოდა და თან ახლდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ასევე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი. როგორც თავდაპირველად დაანონსდა, მინისტრების შეხვედრა ახალგაზრდებთან და უხუცესთა კავშირის წარმომადგენლებთან მედიისთვის დახურული უნდა ყოფილიყო, თუმცა მეორე დღეს მედიამ მაინც მოახერხა შეხვედრებზე დასწრება.

19 მაისს, ზემო ხალაწნის თემში (ომალო, ზემო ხალაწანი, დუმასტური, შუა ხალაწანი და ქვემო ხალაწანი) შუალედური არჩევნები იმართება, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად. შუალედური არჩევნებისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ზემო ხალაწნის თემში მაჟორიტარობის კანდიდატად მერის წარმომადგენელი როსტომ (რუსლან) ალხანაშვილი წარადგინა, რომელიც გასული წლის ზაფხულში, პანკისში გამართული კადიროვების მხარდამჭერი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

 

ამ თემაზე:

რა საკითხებზე ისაუბრეს პანკისელმა ახალგაზრდებმა მინისტრებთან შეხვედრაზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]