weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ფარული კენჭისყრის საკითხი იუსტიციის საბჭოში დარჩება ისე, როგორც არის – თალაკვაძე

12:43 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციას, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას კენჭისყრის ფარულობას ეხება.

თალაკვაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ 2013 წელს სწორედ ვენეციის კომისიამ მისცა საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაცია, რომ ღია კენჭისყრა ფარულ რეჟიმში გადასულიყო.

„ჩვენ ეს გადავიყვანეთ ფარულ მოდელზე. გადაწყვეტილება თავის დროზე მიღებული იყო და ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით. ანუ, ის არგუმენტაცია, რომელიც მაშინ იყო წარმოდგენილი, მნიშვნელოვანი და აქტუალურია დღესაც. შესაბამისად, ვინაიდან, ეს იყო ერთ-ერთი მოსაზრება, რომელზეც ამახვილებდა ყურადღებას ვენეციის კომისია თავის დასკვნაში, ჩვენ ვეთანხმებით 2013 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას და ეს საკითხი კანონპროექტში დარჩება ისე, როგორც არის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, „ღია კენჭისყრა იყო სწორედ ზეწოლის და პირდაპირი კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმი წინა ხელისუფლების პირობებში“.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს. კომისიის რეკომენდაციაა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრა გაუქმდეს და მოსამართლეობის კანდიდატების კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდეს, რაც გააჩენს შესაძლებლობას, პარლამენტს საუკეთესო კანდიდატების სია წარედგინოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]