weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

თბილისში აქციაზე „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია დააკავეს

15:30 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019
ფოტო © ინტერპრესნიუსი ფოტო © ინტერპრესნიუსი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქცია-მსვლელობაზე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

აქცია-მსვლელობას უზენაესი სასამართლოდან პარლამენტის მიმართულებით „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები მართავენ. მსვლელობის დაწყებამდე ზაზა დავითაიამ „ბლოკის ერთ-ერთ ლიდერს და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, შალვა შავგულიძეს ძველ საქმეებთან დაკავშირებით განმარტება მოსთხოვა, რასაც მასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

„ჩემი სამართლიანობა არ აღდგა დღემდე, მაგრამ შალვა შავგულიძე ჩემს უფლებებს იცავდა როგორც ადვოკატი და ახლა ჩემი დამსჯელების და ჩემი დამპატიმრებლების გვერდით დგას“, – ამბობდა დაკავების დროს დავითაია.

აქცია-მსვლელობის მონაწილეები აპროტესტებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს. შალვა შავგულიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ან უნდა გაიწვიოს ან ფორმალურად უნდა ჩააგდოს, რადგან ის „სამართლიანობისთვის დამაზიანებელი და სამართლის უზენაესობისთვის მავნებლური კანონპროექტია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]