weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია – კობახიძე პარლამენტში ბილწსიტყვაობას უარყოფს

16:44 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას „ბილწი სიტყვა“ იხმარა, სიმართლეს არ შეესაბამება. კობახიძის თქმით, მას ეს სიტყვა „ცხოვრებაში არ უხმარია“ და ეს ნიკა გვარამიას ხელწერაა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა პარლამენტის პლენარული სხდომის ვიდეოჩანაწერი, სადაც, ტელეკომპანიის ცნობით, ირაკლი კობახიძის ხმა გაიპარა. ჩანაწერის თანახმად, ოპოზიციის ხმაურის ფონზე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს შესვენების გამოცხადებას სთხოვს, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მისამართით უხამს სიტყვას იყენებს და ოხანაშვილს მიმართავს: „ყ..ზე დაიკიდე, ჩვეულებრივად გააგრძელე და ამათ მივხედოთ მერე“.

„არის ტყუილი ინფორმაცია გავრცელებული, მსგავსი რამ მე არ მითქვამს. არის აბსოლუტური ტყუილი. ჩემი კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია, განსხვავებით ამ ტელევიზიის დირექტორისგან. ეს არის ტყუილი და ასეთ ტყუილებს ნუ ავრცელებთ თქვენს პლენარულ სხდომებზე, ეს არის ჩემი თხოვნა. ეს არის ტყუილი, რაც გავრცელდა. ეს არის ნიკა გვარამიას ხელწერა, ამ ტელევიზიის დირექტორის ხელწერა. ნიკა გვარამია „ჩემი შენ გითხარის“ პრინციპით მოქმედებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის არაკორექტული რეპლიკა დარბაზშიც გაიგეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]