ჟურნალისტებმა დღეს ქობულიას ჰკითხეს, იგეგმება თუ არა გუნდში საკადრო ცვლილებები და მისი წასვლა თანამდებობიდან, რაზეც მან განაცხადა, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს პრემიერი იღებს.
„ამასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერ-მინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ, მიმართოთ“, – განაცხადა ქობულიამ.
გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე ის McKinsey-ის მოსკოვის ოფისში უფროსი პარტნიორის თანამდებობას იკავებდა.