weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა დაინიშნა

21:14 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უკვე მოაწერა ხელი. ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა. არსებული ინფორმაციით, ქობულია გადადგომასთან დაკავშირებით ხვალ ისაუბრებს.

ქობულია მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავამ შეცვალა, რომელიც ამ დრომდე მისი მოადგილე იყო ენერგეტიკის საკითხების მიმართულებით.

გიორგი ქობულიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა, თუმცა საკადრო ცვლილებებს უარყოფდნენ როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ისე თავად ქობულიაც.

გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა. მანამდე ის McKinsey-ის მოსკოვის ოფისში უფროსი პარტნიორის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება ნათია თურნავას, გიორგი ქობულიას მოადგილედ ის 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა და ენერგეტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. 2013 წლიდან ნათია თურნავა სახელმწიფოს მიერ შექმნილი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე ის საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი და ჯგუფის შვილობილი კომპანიის, საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო. 2006 წლამდე კი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]