weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ერს, რომელიც დაივიწყებს თავის ტრადიციებს, ვერ ექნება მომავალი – ბახტაძე

16:13 პარასკევი, 19 აპრილი 2019

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკვე 20 სკოლაა, სადაც 800-ზე მეტი ბავშვი ქართულ პოლიფონიას და საგალობელს ეუფლება. მისივე თქმით, ფოლკლორისა და კულტურის კიდევ ექვსი ცენტრი გაიხსნება. მამუკა ბახტაძემ ამ თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობს პრინციპით - „აწმყო შობილი წარსულისგან, არის მშობელი მომავლისა“.

 „ამ საკითხს ვუდგები სახელმწიფოებრივად და ამავე დროს ემოციური დატვირთვითაც, რადგან ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი და გამართლებული ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.

გავიზარდე ტრადიციულ, ქართულ ქრისტიანულ ოჯახში და მაქვს ჩემი ფასეულობათა სისტემა და მე ყოველთვის ვხელმძღვანელობდი მთავარი პრინციპით. ეს პრინციპი თქვა ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ქართველმა, ილია ჭავჭავაძემ „აწმყო შობილი წარსულისგან, არის მშობელი მომავლისა“.

ეს ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა, ერი, რომელიც დაივიწყებს თავის ტრადიციებს, ღირებულებებს, ეროვნულ საგანძურს, მას ვერ ექნება მომავალი. ისევე, როგორც მომავალი ვერ ექნება ერს, რომელიც არ იქნება ფოკუსირებული განვითარებაზე და მომავალზე.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ფოლკლორის განვითარებაზე, პოპულარიზაციაზე, პოლიფონია და საგალობლები ამის ნაწილია, რა თქმა უნდა, აქ ჩემი აზრით, შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი - ეს არის ქართველი სახელმწიფოს ინტერესში და ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში. მინდა გითხრათ, რომ უკვე 20 სკოლაა გახსნილი, სადაც 800-ზე მეტი ბავშვი ეუფლება ქართულ პოლიფონიას და საგალობლებს. კიდევ ექვსის გახსნას ვაპირებთ. დიახ, ეს იყო ჩვენი ეკლესიის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ გავითვალსიწინებთ. უფრო მეტიც, მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო, ყველგან, სადაც იქნება ჩვენი საზოგადოების თხოვნა, საქართველოში ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსნით ქართული ფოლკლორისა და კულტურის ცენტრებს იმიტომ, რომ ეს არის ქართული სახელმწიფოს ინტერესში, ქართველი ხალხის ინტერესებში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]