weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს – ზურაბიშვილი დავით გარეჯში

17:54 შაბათი, 20 აპრილი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, „ევროპა ნოსტრას“ ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის მონასტერში იმყოფებოდა, სადაც ძეგლის აღდგენის და აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება.

„დავათვალიერეთ აქაური კლდის ნახატები, ფრესკები და ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია, ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ, ამას ემსახურება „ევროპა ნოსტრას“ მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ. ასევე, სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს, რომელიც ვეღარ ითმენს“, –  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დადგენაზე განცხადება ორი თვის წინ, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზეც გააკეთა. მისი თქმით, ეს საკითხი ამდენი წლის შემდეგ უნდა დასრულდეს.

საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი ამ დრომდე დადგენილი არ არის. დავით გარეჯის კომპლექსის ერთი ნაწილი საზღვრის დემარკაციის თაობაზე მოლაპარაკებების ერთ–ერთი პრობლემატური საკითხი იყო.

სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის საერთო სიგრძე დაახლოებით 1839 კილომეტრია, საიდანაც აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან საზღვრის სიგრძე 446 კილომეტრს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]