weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მაქვს განცდა, რომ მტრულმა ძალებმა მოსახლეობის უკმაყოფილება სათავისოდ გამოიყენეს – კილაძე

23:12 კვირა, 21 აპრილი 2019

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ, მისი აზრით, დაპირისპირების თავიდან აცილება შეიძლებოდა. კილაძის თქმით, მას აქვს განცდა, რომ გარკვეულმა მტრულმა ძალებმა მოსახლეობის უკმაყოფილება სათავისოდ და სიტუაციის ესკალაციისთვის გამოიყენეს.

„პანკისში განვითარებული მოვლენები არის ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელი. ერთი მხრივ, ადამიანის უფლებები ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. თუ მოსახლეობის ნაწილს აქვს პროტესტი ჰესთან დაკავშირებით, უნდა მოვუსმინოთ და შევეცადოთ დავარწმუნოთ მისი აშენების აუცილებლობაში. მეორე მხრივ, არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები და მათი პატივისცემა სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტერესშია.

ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს თითეულ მოქალაქეს, მათ შორის პოლიციელსაც. მიუღებელია ის ძალადობა, რაც ვიხილეთ. ვფიქრობ, შეიძლებოდა ამ დაპირისპირების თავიდან აცილება.

მაქვს განცდა, რომ გარკვეულმა მტრულმა ძალებმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიყენეს სათავისოდ და სიტუაციის ესკალაციისთვის. არეულობა და დაპირისპირება მხოლოდ ჩვენი შიდა და გარე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ბეწვის ხიდზე გავდივართ. მე მჯერა ჩვენი საზოგადოების გონიერების. ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება მშვიდობიანი გზით, მთავარია ეს მოვინდომოთ“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში სოფო კილაძის მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]