weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიციელისთვის ნასროლი ქვა, სახელმწიფოსთვის ნასროლი ქვაა – სესიაშვილი

12:35 ორშაბათი, 22 აპრილი 2019

„სადაც პოლიციელს ქვას ესვრიან, იქ რეაგირება სავალდებულოა და ეს პროცესი, თავისთავად ცხადია, გაგრძელდება, ყველას მოეთხოვება პასუხი სამართლებრივ ჩარჩოებში“, – განაცხადა პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პანკისში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

სესიაშვილის განცხადებით, არცერთ პოლიციელს არ აქვს სურვილი, რომ ძალა გამოიყენოს.

„მაგრამ რაც ჩვენ ვნახეთ, პროტესტის ეს ფორმა არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩემთვის ასევე აბსოლუტურად მიუღებელია ის შეფასებები, რომლებიც, პოლიტიკური მოტივებით, ხელისუფლებას ადანაშაულებენ მაშინ, როდესაც პოლიციელისთვის ნასროლი ქვა, ეს არის სახელმწიფოსთვის ნასროლი ქვა. სამწუხაროდ, მოვისმინე ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებიც, ამიტომ, ეს ჩემთვის კომპლექსური საკითხია“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რიგით მესამე ჰესის – „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკების შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]