weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჰესების წინააღმდეგ მიმართული კამპანია ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია – კალაძე

15:35 სამშაბათი, 23 აპრილი 2019

თბილისის მერის და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, კახა კალაძის თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგეტიკულ განვითარებას, ქვეყნის მტერია. ამის შესახებ კალაძემ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„კამპანია, რომელიც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ არის მიმართული, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას ათვისებული წყლის რესურსი და შესაძლებლობები, რომელიც ქვეყანას გააჩნია. 5 წლის განმავლობაში ვიყავი ენერგეტიკის მინისტრი და ამდენი პროექტი – ჰიდროელექრტოსადგური, ქარის ელექტროსადგური, თბოელექტროსადგური, ქვესადგურების პროექტი, რომლებიც ევროპული სტანდარტებით გავაკეთეთ, არასდროს საქართველოში არ გაკეთებულა. გული მწყდება, რომ დღეს ამ მიმართულებით პროექტების განხორციელება არის შეფერხებული“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველო ყოველწლიურად ვითარდება, იზრდება ეკონომიკა და ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც მეტი იქნება.

„რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყნებზე ელექტროენერგიის შემოტანით, რატომ უნდა გავიდეს თანხები სხვა ქვეყნებში? ისევ ჩვენს ეკონომიკაში ჩაიდოს და მოხმარდეს ეს თანხები. ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას, მარტივად რომ ვთქვა, ქვეყნის მტერია“, – აღნიშნა კალაძემ.

პანკისის ხეობაში რიგით მესამე 5.4 მგვტ სიმძლავრის ჰესის – „ხადორი 3“-ის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, რასაც 21 აპრილს ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც მოჰყვა. გარდა „ხადორი 3“-სა, ხეობაში 26.28 მვტ სიმძლავრის „სამყურისწყალი 2“-ის აშენებაც არის დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]