weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ევროკავშირის რომელიმე ქვეყანამ შეიძლება უვიზო რეჟიმის შეჩერება მოითხოვოს – ხულორდავა

11:55 ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება მოითხოვოს.

„სიტუაცია არის საყურადღებო იმიტომ, რომ სახეზეა ევროკავშირის სივრცეში ჩვენგან უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მატება; ასევე გაიზარდა საზღვრიდან მობრუნებულთა რიცხვი. ეს ყველაფერი არის ოფიციალური საფუძველი იმის, რომ ევროკავშირის წევრმა რომელიმე ქვეყანამ, შეიძლება დააყენოს დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის შეჩერება“, – ამბობს თამარ ხულორდავა.

ამ საკითხზე განცხადება პირველად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ გააკეთა. მისი თქმით, უვიზო რეჟიმს ბოლო დროს „განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა“.

„ჩვენი პარტნიორები ევროპიდან საუბრობენ უკვე იმაზე, რომ ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე ბოროტად იყენებს უვიზო მიმოსვლის მექანიზმს და გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში და ვინც შემდგომ ბრუნდება“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]