„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ოპოზიცია ანგარიშს უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ ფოთში მძიმე სოციალური მდგომარეობა და კორუფციაა, არ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, ხოლო რაც კეთდება, უხარისხოა და ხელახალ რეაბილიტაციას საჭიროებს. საკრებულოს სხდომაზე ვახტანგ დარცმელიძემ ირაკლი კაკულიას სამარცხვინო უწოდა. ოპოზიციონერი დეპუტატის ბრალდებებს საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა გინებით: „ჩვენს შორის მტყუანის დედას შე...ცი“.
სხდომის დასრულების შემდეგ ვახტანგ დარცმელიძემ ჟურნაისტებთან კომენტარი გააკეთა და მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია მოიხსენია როგორც „მატყუარა, ჭორიკანა, უნიათო მერი და პატარა კაცუნია“.