weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პარლამენტში მისულ სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციის ნაწილი ფეხზე არ წამოუდგა

13:12 სამშაბათი, 30 აპრილი 2019
ფოტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის არქივიდან ფოტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის არქივიდან

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სალომე ზურაბიშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები პროტესტის ნიშნად ფეხზე წამოდგომით არ მიესალმნენ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის განმარტებით, ზურაბიშვილს ლეგიტიმაცია არ აქვს, რადგან ის პრეზიდენტის სასახლეში გაყალბებული არჩევნების შედეგად შევიდა.

„სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში არ შესულა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შედეგად. იყო სერიოზული მოსყიდვები, ზეწოლები, ეს იყო უკანდახევა და ეროზია დემოკრატიის. ამას აღნიშნავს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. ის, რაც მოხდა, იყო ამის გამოხატულება“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტში საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]