weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩვენ ვდგავართ ვენესუელელი ხალხის გვერდით – მამუკა ბახტაძე

10:44 ოთხშაბათი, 01 მაისი 2019

„ჩვენ ვდგავართ ვენესუელელი ხალხის გვერდით, რომელიც გაბედულად იცავს დემოკრატიას და თავისუფლებას“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს.

30 აპრილს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში საპროტესტო გამოსვლები განახლდა მას შემდეგ, რაც დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ არმიის მხარდაჭერა მოიპოვა და ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის ფინალურ ფაზაში გადასვლა გამოაცხადა.

საპროტესტო გამოსვლების დროს მომიტინგეებსა და სამხედროებს შორის შეტაკებებიც მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი, 80-ზე მეტი კი დააკავეს.

მოგვიანებით, ტელემიმართვაში ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩავარდა. ამასთან, გუაიდომ თქვა, რომ საპროტესტო აქციები დღეს, 1-ელ მაისსაც გაგრძელდება.

ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობას საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველოც აღიარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]