weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გახარია გარეჯზე – გათვალისწინებული იქნება კულტურული მემკვიდრეობა და ეკლესიის ინტერესი

13:08 ოთხშაბათი, 01 მაისი 2019

„ეს არის ძალზედ ფაქიზი თემა. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა, პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობა და საზღვრის დემარკაცია მაქსიმალურად შესაძლებელ, მოკლე ვადებში უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომის შემდეგ ვიცე-პრემიერმა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

გახარიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება მოძმე სახელმწიფოსთან შეთანხმებას მიაღწევს.

„მე ერთმნიშვნელოვნად მოვუწოდებ ყველას, ვინც ცდილობს ამ თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას, არ მოვერიდები ამ სიტყვებს, ძალიან ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან, რამეთუ დემარკაციის ფარგლებში, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან შეთანხმებას მივაღწევთ, ისეთს რომლის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ასევე ჩვენი ეკლესიის ინტერესი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას, საქართველოს მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია დაეკისრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]