weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საზღვრის დაცვის კომპონენტში ძირითადი აქცენტები სანაპირო დაცვაზე გაკეთდება – გახარია

13:50 ხუთშაბათი, 02 მაისი 2019

„წელსაც და მომავალ წელსაც, საზღვრის დაცვის კომპონენტში, ძირითადი აქცენტები გაკეთდება სანაპირო დაცვის მიმართულებით“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პარლამენტში გამოსვლის დროს, გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, სანაპირო დაცვის მიმართულებით იგეგმება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

„ყველას კარგად გვესმის, რომ საზღვრის დაცვა არის საკმაოდ ძვირი სიამოვნება და ჩვენი მსგავსი, სუსტი ეკონომიკების პირობებში ეს შეუძლებელია სტრატეგიული პარტნიორების დახმარების გარეშე. ამ დახმარებას ჩვენ ძალზედ ეფექტურად ვიღებთ, რის გამოც მადლობა უნდა გადავუხადო მათ. თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, რომ

წელსაც და მომავალ წელსაც, საზღვრის დაცვის კომპონენტში, ძირითადი აქცენტები იქნება გაკეთებული სანაპირო დაცვის მიმართულებით და ამას აქვს თავისი მარტივი ახსნა, რამეთუ სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველო-ნატოს თანამშრომლობა, შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტში.

იქიდან გამომდინარე რომ, საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალები არ გააჩნია, სანაპირო დაცვა არის ერთადერთი უწყება, რომელიც თანამშრომლობს შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში, ნატოსთან და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ასევე, ჩვენი სანაპიროს დაცვის კომპონენტში“, – განაცხადა გიორგი გახარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]