weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მადლობა, რომ პანკისში მოსალოდნელი სისხლისღვრა შეაჩერეთ – კვიციანი შს მინისტრს

14:28 ხუთშაბათი, 02 მაისი 2019

„რაც პანკისში მოხდა, მიმაჩნია, რომ იყო ხალხის აჯანყებამდე მიყვანა. ეს იყო აჯანყება. მიმაჩნია, რომ თქვენ მოიქეცით სწორად, როცა იქ მოსალოდნელი სისხლისღვრა შეაჩერეთ. ამიტომ ჩემი პირადი მადლობა თქვენ“, – ასე მიმართა პარლამენტის წევრმა, ემზარ კვიციანმა შს მინისტრ გიორგი გახარიას 21 აპრილს, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ემზარ კვიციანმა პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს გახარიას უსმენენ, განაცხადა, რომ უსამართლობა არის ის, რაც ხალხსა და პოლიციას ჰყოფს. მისი თქმით, ვიდრე „პანკისის ხეობაში ეს აჯანყება მოხდებოდა, მანამდეც ძალიან ცუდი ფაქტები დაფიქსირდა“. ამის მაგალითად კვიციანმა რამზან კადიროვთან დაახლოებული მუსა ხანგოშვილის დაკავება გაიხსენა.

„თუნდაც ის სპეცოპერაციები, რომლებიც სპეცსამსახურებმა ჩაატარეს. თქვენი თანამშრომლების ძალიან ცუდ ფაქტსაც მოგიყვებით. 2018 წლის 4 აგვისტოს, ღამის 3 საათზე, გზაზე მუსა ხანგოშვილი დააკავეს. ოთხმა კაცმა მას სასიკვდილოდ სცემა. ამის მერე, ვითომ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას, ჩასვეს ციხეში. ამაზე მოგმართეთ და თქვენ მყისიერი რეაგირება მოახდინეთ, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ორ ადამიანზე, მაგრამ მუსა ხანგოშვილი მაინც დარჩა ციხეში და ორი წელი მიესაჯა, სამართლიანობა არ აღდგა. უსამართლობა არის სწორედ, ჩემო პატივცემულო მინისტრო, რომელიც ჰყოფს ხალხს და პოლიციას ერთმანეთისგან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სამართლიანობა. კიდევ ბევრი ფაქტები მაქვს, რაზეც წერილობით მოგმართავთ“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

21 აპრილს, პანკისის ხეობაში, ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება პოლიციის თანხლებით, „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობის განახლებას მოჰყვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]