weather cur horoscope tv
დეკემბერი 04, 2020

ამაზეა ნათქვამი „არ გინდოდათ რძე და ყველი“... – სააკაშვილი ზურაბიშვილზე

15:14 ხუთშაბათი, 02 მაისი 2019 hits 524

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე ოფიციალურმა ვაშინგტონმა უარი უთხრა.

„აბა დაფიქრდით - ჩემი პრეზიდენტობის დროს 4-ჯერ ვიყავი ოფიციალური ვიზიტით თეთრ სახლში, საქართველოში ჩამოვიყვანე ამერიკის ახლანდელი და მაშინდელი პრეზიდენტები და სამჯერ ვიცე-პრეზიდენტი, ინაგურაციაზე და ისედაც ბევრჯერ სახელმწიფო მდივანი. დამისახელეთ ისრაელის სახელმწიფო მდივნის გარდა, რომელიმე სხვა პატარა ქვეყანა, რომელსაც ერგო ამდენი პატივი... ამაზეა ნათქვამი „არ გინდოდათ რძე და ყველი“... და ახლა გვაქვს აი ეს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]