weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ქართული ოცნება“ ზუგდიდის ოფისზე მეხის დაცემას უარყოფს

13:51 პარასკევი, 03 მაისი 2019
ფოტო © ლაივპრესი ფოტო © ლაივპრესი

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის წარმომადგენელი პაატა ლაგვილავა უარყოფს, რომ წუხელ მათ ოფისს მეხი დაეცა. მეხის დაცემის შესახებ ინფორმაცია „თავისუფალმა ზონამ“ გაავრცელა, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ორგანიზაციაა.

„მოკლე ჩართვა მოხდა ჩვენსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ მდებარე ბოძზე. ვიღაც მოქალაქემ სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახა, ასევე გამოიძახეს „ენერგო-პრო ჯორჯია“ და პრობლემა აღმოიფხვრა“, – განაცხადა ლაგვილავამ ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესთან“.

„ლაივპრესის“ ცნობით, წუხელ ზუგდიდში წვიმდა და სუსტი ქარი ქროდა, თუმცა ჭექა-ქუხილი არ ყოფილა.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]